გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან შესაძლოა შემოვლითი გზა ააშენოს

4-07-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლება და რუსეთი განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ გავლით ტრანზიტის შესაძლებლობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა შესაძლო ტრანზიტის და სასაზღვრო ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს „ცხინვალის რაიონში ჩატარებული ინსპექციის დროს.“

ამავე წყაროს ცნობით, ტრანზიტზე შეთანხმების შემთხვევაში, ცხინვალთან აშენდება შემოვლითი გზა დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვმა და ნურგალიევმა განიხილეს ზონკარის ხელოვნურ წყალსაცავზე მდებარე კაშხლის უსაფრთხოების საკითხი და იმყოფებოდნენ „ლენინგორის რაიონშიც,“ სადაც დაათვალიერეს რუსეთის დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი.

2018 წლის მაისში მრავალწლიანი მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია სავაჭრო დერეფნებში მონიტორინგს იწყებს. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო უწყება ამ ხელშეკრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საბაჟო დერეფანი მხოლოდ დეფაქტო ცხინვალის ინტერესების გათვალისწინების შემდეგ ამოქმედდება.

imedinews.ge