1-12-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა.
მინისტრმაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიხეილ ჩხენკელი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის, კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგადდაფუძნდა საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარება – სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის.
ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიურიპროგრამების განვითარების საქმეში.
კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისადრონულითერაპიის ცენტრის ანალოგი რეგიონში საერთოდ არ არის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო ჰაბი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადაიყვანა განვითარების ახალ ორბიტაზე.
ისეთი მასშტაბური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაადრონული თერაპიის ცენტრი ბევრი უნდა ვისაუბროთ.ეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით საამაყოა,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.