გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთის საკრებულოს წევრებს სურათებში მერთან ერთად გამოჩენა აეკრძალათ

4-07-2018

მესამე დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, კერძოდ ალიტუსის რაიონში იმყოფება.

საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ამ ვიზიტის ფარგლებში ლიტვაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძეც იმყოფება.

ოზურგეთის საკრებულომ, ამ თემაზე არაერთი მასალა გაავრცელა, მაგრამ არცერთ მასალაში მერი არ ცანს, მეტიც, მისი სურათები დემონსტრაციულად ჩამოჭრილია, ან კიდევ დეპუტატებს ეშინიათ მასტან ერტად სურათებში გამოჩენის. 

ეს ნათლად მეტყველებს იმ მძაფრ დაპირისპირებაზე რაც ოზურგეთის მერსა და გტურიის გუბერნატორს შორის ხდება და უკვე თვეებია გრძელდება.

საკრებულოს წევრთაქ ის ნაწილი, რომელიც ლიტვაში იმყოფება, გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გარემოცვაა.

პროექტის „ აქტიური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები - ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისთვის“ ფარგლებში ალიტუსის რაიონს ოზურგეთის საკრებულოს, მერიის და გურიის მხარის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ალიტუსის რაიონის მერთან ალგირდას ვრუბლიაუსკასთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც.

პროექტს "აქტიური ადგილობრივი მოქმედებების ჯგუფები - ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისათვის", ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით , ალიტუსის რაიონის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთობლივად ახორციელებს. ცნობისათვის, წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად რამდენიმე პროექტი განახორციელეს. უახლოეს პერიოდში იგეგემება ალიტუსის მერის ვიზიტიც ოზურგეთში.

გთავაზობთ საკრებულოს ფოტორეპორტაჟს ლიტვიდან... რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი არსად ჩანს.

"გურიის მოამბე"