გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია გაბრიჭიძე: იმ ადამიანებმა, ვისაც საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ დაინახონ, რომ ძალადობაზე და სიძულვილზე ორიენტირება კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ

3-12-2022

“იმ ადამიანებმა, ვისაც იმ ყველა სისულელის, იმ ყველა სიმახინჯის, უთავმოყვარეობის და საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ დაინახონ, რომ ტყუილზე, ძალადობაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე, სიძულვილზე ორიენტირება, ასეთ და კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ”- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დღეს გამართული აქციის შესახებ.

 

“მერე რა რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ მთავარია - განაცხადეს ნაცების თავმჯდომარეობის კანდიდატებმა მელიამ, ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მიშას გასათავისუფლებლად შეიკრიბნენ. არ დავცინი. გულწრფელად ვამბობ, რომ არ დავცინი. არც მეცოდებიან. უბრალოდ სასურველია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც იმ ყველა სისულელის, იმ ყველა სიმახინჯის, უთავმოყვარეობის და საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ დაინახონ, რომ ტყუილზე, ძალადობაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე, სიძულვილზე ორიენტირება, ასეთ და კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ”- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.