გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ 41 დღეში 6 416,75 ლარი გამოიმუშავა

4-07-2018

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მფლობელობაში ბათუმში მდებარე სამი ბინაა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თებიძემ, 2015 წელს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე  73,8 კვ.მეტრი ფართობის მქონე ბინა 18 000 ლარად შეიძინა.

ამავე ქუჩაზე, 2012 წელს, განვადებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით 49 240 ამერიკულ დოლარად მან 67,8 კვ.მეტრი ფართობის მქონე ბინა შეიძინა.

კიდევ ერთი ბინა, რომელიც თებიძის მფლობელობაშია ამავე, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მისი ფართობი  77,38 კვ.მ-ია და მასში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2000 წელს  6 300 დოლარი გადაიხადა.

სულიკო თებიძის შემოსავალმა გასულ წელს 37 834 ლარი შეადგინა.

იგი გასული წლის 14 სექტემბრამდე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მისმა შემოსავალმა პირველი იანვრიდან 31 417,5 ლარი შეადგინა.

სულიკო თებიძე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გასული წლის 20 ნოემბერს დაინიშნა და წლის ბოლომდე მისმა შემოსავალმა 6 416,75 ლარი შეადგინა.

დეკლარაცია მისი მოძრავი ქონების შესახებ მონაცემებს არ შეიცავს.