გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მურმან დუმბაძე: პატარაძის წასვლას, მთელი გუნდის წასვლა მოჰყვება

4-07-2018

პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადადგომას ეხმაურება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი წავიდა, პატარაძის დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

 „როგორც კი კვირიკაშვილი შეცვალეს, მაშინვე ვთქვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, კვირიკაშვილთან პირდაპირი ბმა აქვს-მეთქი. საურთიერთობო ბმა და არავითარი პოლიტიკური ბმა.  ამიტომ, კვირიკაშვილის წასვლას მოჰყვებოდა პატარაძის წასვლა.  ხოლო პატარაძის წასვლას, მთელი გუნდის წასვლა მოჰყვება.  რუსული ჟარგონით რომ ვთქვათ, ეს არის პატარაძის „პადიეზდის მთავრობა“, ყველა მინისტრი ერთ სადარბაზოში ცხოვრობს. დეპუტატები და ასშ. -განაცხადა დუმბაძემ.