გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე "ანტიპუნისტური დოჟდი" დღეს უკვე EU-ს ნაწილშიც იდევნება ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა ჟურნალისტი მიშა ფიშმანი

6-12-2022

ასეთი "უწყინარი" გადაცდომების გამო, ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე, "ანტიპუნისტური დოჟდი" დღეს უკვე EU-ს რუსეთუმულ ნაწილშიც იდევნება ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა მიმდინარე წლის 6 მარტს "დოჟდის" ჟურნალისტი მიშა ფიშმანი. იცოდა, რომ შემოსაშვები არ იყო. იცოდა, რომ სადაც შემოუშვეს - იქიდან გამოსაშვები გახდებოდა- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

 

„არ ვიგინები ხოლმე ღია ტექსტით, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ "დაგინებულია": დღეს თბილისში ლატვიის საელჩოს სამგლოვიარო ლენტებით არშემკობი ნაცსექტანტის - ყველას * **! რამეთუ გუშინ EU-ს რუსეთუმე წევრ-ლატვიაში - პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ყველაზე შეუპოვარი, პრინციპული და დემოკრატიული ტელეარხი "დოჟდი" - მოკლეს!!! ლატვიაში გუშინ "დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს!!! რისთვის??? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპაში, უსაფრთხო გარემოში გადაბარგული "დოჟდის" შრომითი კოლექტივი: დღემდე აცხადებს, რომ ყირიმი - მაინც რუსეთის შემადგენლობაშია, ტელეარხი - აგრძელებს აგრესორი ჯარისკაცებისთვის ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენას და ეჭვქვეშ აყენებს ლატვიის ხელისუფლების - საბჭოთა დროინდელი ძეგლების დემონტაჟის პოლიტიკას. აი, ასეთი "უწყინარი" გადაცდომების გამო, ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე, "ანტიპუნისტური დოჟდი" დღეს უკვე EU-ს რუსეთუმულ ნაწილშიც იდევნება ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა მიმდინარე წლის 6 მარტს "დოჟდის" ჟურნალისტი მიშა ფიშმანი. იცოდა, რომ შემოსაშვები არ იყო. იცოდა, რომ სადაც შემოუშვეს - იქიდან გამოსაშვები გახდებოდა. ოოო!!! რა პროტესტი გამოიწვია ამან მაშინ ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებში! აი, არანაკლები შფოთი და აღშფოთება მენახოს დღეს ლატვიის საელჩოსთან! ამ პრინციპული რეაგირების ფასი დაგინების სახით - დიდია! ასე რომ, თქვენი გადასწყვეტია - მიიწერთ თუ არა მალამოსავით ამ გინებას უკვე მერამდენედ. თუმცა, როგორც დასავლეთის სპეციალისტები გვასწავლიან“- წერს ქართველიშვილი.