გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს

6-12-2022

შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით - სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!- წერს ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.


როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს!


მისივე თქმით, ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ თავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს!


"დაუძინებელი მეგობრების” დასანახად პრანჭვის და თავის მართლების დრო არ არის! რა ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ემპათია და ლომჯარიას კონსილიუმი?! შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი(მადლობა ღმერთს ბევრი გვყავს) და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით - სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!


შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის მმართველობა შობს მეგის ქარდავას, ჭაკუას და კასტილებიან კაცს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს შეუძლია დაუსრულებელ სტრესში ამყოფოს ქვეყანა 20 წლის განმავლობაში! და ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს! დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მივუჩინოთ ყველას შესაბამისი ადგილი! სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს!“- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.