გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე კასიანოვის განცხადებაზე: გარკვეული ძალები დაჟინებით ითხოვენ და ცდილობენ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველო დაფიქსირდეს როგორც მხარე

6-12-2022

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მორიგ აღიარებას უწოდებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით“.


„ეს არის მორიგი აღიარება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - გარკვეული ძალები დაჟინებით ითხოვენ და ცდილობენ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველო დაფიქსირდეს როგორც მხარე, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.