6-12-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 569 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 498 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 71 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. უწყების განმარტებით, სამართალდარღვევებიდან 33 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 178 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 94 სამართალდარღვევა, იმერეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 52, შიდა ქართლში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, ქვემო ქართლში - 8, გურიაში კი, 6 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 119 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი. ამოღებულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.