გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რატომ აჯარიმებენ რუსთავში ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს

5-07-2018

რუსთავში ცენტრალურ ქუჩებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს აჯარიმებენ.

ფულადი სანქციის მიზეზი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის გადაკვეთაა სადაც გადასასვლელი არ არის. არსებული ინფორმაციით გზის იმ მონაკვეთზე სადაც ახლოს არის გადასასვლელი და ხილვადია, ფეხით მოსიარულეებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ აღნიშნული საგზაო ნიშნით.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები გადასასვლელით არ ისარგებლებენ საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით ჯარიმდებიან, 1 წლის პერიოდში კი განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარს აღწევს.

აღნიშნული ქმედება ქვეითების გაღიზიანებას იწვევს, თუმცა პოლიციაში აცხადებენ რომ მსგავსი ტიპის დარღვევებისთვის ჯარიმის გამოწერა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ხდება.

inforusTavi