გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველო, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყანა იქნება

6-12-2022

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 42-ე სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს.


კომიტეტმა საქართველოს მიერ 2013-2021 წლებში შერჩეული და კონვენციისადმი წარდგენილი 66 ტერიტორია, საერთო ფართობით 1,3 მილიონი ჰექტარი, ზურმუხტის დამტკიცებულ ტერიტორიებად ცნო და დაამტკიცა.


აღსანიშნავია, რომ კონვენციის დანერგვისა და საქართველო-ევროკავშირს შორის 2014 წელს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისათვის, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და მისი განვითარებისათვის ტერიტორიების დამტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია.


აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნის აქტიურ წარმოჩენას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას; გაუმჯობესდება საქართველოში საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების დაცვა და მართვა. ამ ეტაპზე, საქართველოს ყველა ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმების შემუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.