გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: კეთილი ინებოს ევროკავშირის ელჩმა და განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობას თუ არა, საჯაროდ გაემიჯნოს ამ ყველაფერს!

6-12-2022

,,ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განმარტება ამ საკითხზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ქართული მედია და აუცილებლად დასვამს კითხვას "რაშია საქმე?” - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - ,,ეს ქვეყანა შენიას” წლევანდელი გამარჯვებულის შესახებ.


როგორც ქადაგიძე წერს, ევროკავშირის ელჩმა უნდა განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა და თუ არა, უნდა გაემიჯნოს ამ ყველაფერს!


,,ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განმარტება ამ საკითხზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ქართული მედია და აუცილებლად დასვამს კითხვას , რაშია საქმე? ანუ ასე ღიად და დაუფარავად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, გაუგებარი წარმონაქმნები გვესაუბრებიან ავტორიტარიზმზე და ხალხს უტარებენ ტრენინგს? ეს ყველაფერი ევროკავშირის ეგიდით ხდება? კეთილი ინებოს ბატონმა ელჩმა და განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა, თუ არა, საჯაროდ გაემიჯნოს ამ ყველაფერს!” - წერს ქადაგიძე.