გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: ამ კამპანიის მიზანი არის, რომ უცხოური პრესის ფურცლების აჭრელებით საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული

6-12-2022

იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის თქმით, მისი გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" კარგად ნაცნობი კამპანიაა და მასში ახალი არაფერი:

„ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ყოფილიყო მოწამლული".

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა, შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში.

„თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცხო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.