გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა.


გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


ხაზი გაესვა, რომ EUMM ადგილზე წარმოდგენილი მონიტორინგის მანდატით აღჭურვილი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა.


აღინიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი ესწრებოდა.