გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ მოღალატე ადამიანს შეუძლია, ყველას გვახსოვს 2008 წელი და გრძელი რიგები წითელ ხიდზე, ეს არის ხალხი, ვისაც სამშობლო არ უყვარს და საკუთარი ქვეყნის მტრები არიან

7-12-2022

როცა ხედავ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ამდენ დახოცილ უდანაშაულო ადამიანს, როგორ შეიძლება მარტო უსურვო კი არა, ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ შენი სამშობლოც ამ დღეში ჩააგდო- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პრემიერის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, არა და სრული სიმართლე ითქვა, თუმცა სიმართლე გაშმაგებული ხარისთვის წითელი ნაჭერის აფრიალებასავით არის დესტრუქციული ოპოზიციისთვის.

 

„პრემიერის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, არა და სრული სიმართლე ითქვა, თუმცა სიმართლე ხომ გაშმაგებული ხარისთვის წითელი ნაჭერის აფრიალებასავით არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისთვის. საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ მოღალატე ადამიანს შეუძლია. ვის ითრევენ ომში ჩემს და თქვენს შვილებს? აბა ყველას გვახსოვს 2008 წელი და გრძელი რიგები წითელ ხიდზე.

 

ეს არის ხალხი, ვისაც სამშობლო არ უყვარს და საკუთარი ქვეყნის მტრები არიან, აბა მტერი რომ არ იყოს, როცა ხედავ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ამდენ დახოცილ უდანაშაულო ადამიანს, როგორ შეიძლება მარტო უსურვო კი არა, ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ შენი სამშობლოც ამ დღეში ჩააგდო, ალბათ გულში თვითონაც ხვდებიან რა უბედურებას აწერენ ხელს, მაგრამ უცხო ქვეყნის აგენტობას და ვალდებულებებს რა უნდა უყონ. საზოგადოება კარგად ხვდება ამას და როგორც ადრე, არც ახლა წამოეგება პროვოკაციას.“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.