გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას "CashBack" Dressup ჯგუფი შემოუერთდა

7-12-2022

დღეიდან, Dressup ჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის "CashBack"-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს "Dressup" საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.


პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში:
LEE & WRANGLER-50% ქეშბექი
LEVIS-50% ქეშბექი
LACOSTE-50% ქეშბექი
TOMMY JEANS-50% ქეშბექი
ETAM- 50% ქეშბექი
JACK&JONES -50% ქეშბექი
OUTLET-50% ქეშბექი
ATRIO-50% ქეშბექი
SAMSONITE -50% ქეშბექი
GANT-50% ქეშბექი
GREYDER-50% ქეშბექი
GUESS - 50% ქეშბექი
KID’S GALLERY- 50% ქეშბექი
MAVI- 50% ქეშბექი
JEANS GALLERY/FACTORY- 50% ქეშბექი

აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია სასურველი ობიექტის შეთავაზების გააქტიურება www.cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.


„CashBack -ის და Dressup ჯგუფის დამეგობრება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა - ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის საყვარელ 16 ბრენდში პროდუქცია შეიძინონ მუდმივი CashBack შეთავაზებით. სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებით დავგეგმეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ კომპანიებთან Dressup ჯგუფთან და Mastercard-თან ერთად ყველაზე მაღალი 50% CashBack აქცია, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის ერთგვარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის ლიბერთის ბარათების მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე ელოდება“ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.


ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.


სს ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.