ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს: იქნებ აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ, ქართველი ხალხი კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

7-12-2022

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია“.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

 

„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი? მაშ რას ზიხართ პიჯაკში გამოწყობილი ტელეეთერში, იქნებ აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ... ქართველი ხალხი კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება! და არა იმიტომ, რომ "სამოთხისკენ" ვისწრაფვით, უბრალოდ იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები...“- წერს ზურაბ ქადაგიძე.