გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ

7-12-2022

მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებთან და ბავშვებთან ერთად ქართველებიც დახოცილიყვნენ.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ, ამასთან, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იცის, რომელიც საჯაროდ არ ითქმის.


„რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რამე ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ ითქმის, მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს და შევახსენებ ყველას, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ომი გადავიდეს საქართველოშიცო. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება" და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვარ ვალდებული, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.