გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი

7-12-2022

ბოლო ორი დღეა, მე მინდა, საზოგადებას განვუმარტო და მათ შორის ყველას ვინც შესაძლოა უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის, მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით, მე ვთქვი, რომ სახელწმიფოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.


„მე მინდა ვთხოვო ყველას მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მითუმეტეს განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.


რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, მე ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ თან. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ,"- აღნიშნა პრემიერმა.