გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი

7-12-2022

მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი იყო.


ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.


„მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის ქართული ლეგიონის წევრი, მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტი წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, რომ თუ ადამიანი ომობ, და მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მითუმეტეს რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებები მოვისმინე და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ, რა სტილია. მე პატივისცემაზე არ გეუბნებით. მე გეუბნებით, რომ ეს არის ფაქტი, ფაქტებს გეუბნებით. მე რაც ვთქვი, რომ ომის პარტიის წევრები არიან და მათ მიერ არის ორგანიზებული. რამდენიმე ადამიანი, არ ვიცი ეხლა რამდენია, ალბათ არის ამის თაობაზე ინფორმაცია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავისი შეგნებით და მრწამსით წავიდნენ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.