გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას, ამრევებს და „ლუზერებს" რაიმე არეულობას არ შემოვატანინებთ

7-12-2022

ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაიმე არეულობას შემოიტანენ ქვეყანაში.


„ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ილუზია არავის ჰქონდეს. ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი. სრული ფიასკოთ დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას და ამრევებს და „ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა.