გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის მერის კაბინეტიდან ხმა გადის

5-07-2018

გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო კაბინეტიდან ხმა გადის. ამის გამო, თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებით, კაბინეტის კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟება გადაწყვიტა.

,,რასაც ვლაპარაკობ ხოლმე კაბინეტში, ყველაფერი გარეთ ისმის," - უთხრა გორის მერმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებით, საუბრის ხმა სამდივნოში აღწევს. ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს კი, გაღიზიანებული ტონით მიმართა: ,,ნამუსი გაქვთ?"

კოტე თავზარაშვილის სამუშაო კაბინეტისა და სველი წერტილების რემონტის მიზნით 10 ათასი ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოებს კომპანია ,,მოურავი" აწარმოებს.

"შიდა ქართლი"