გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: აკერმანის ტრენინგ გავლილ გიორგი მშვენიერაძეს აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას

7-12-2022

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვაკად გიორგი მშვენიერაძის სტატუსს ეხმიანება და წერს, “რომ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერთიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს. ახლა აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას”.

 

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძე ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია.

 

“გიორგი მშვენიერძეს, როცა ტელეეთერში ვხედავ ან რამეს მის მიერ ნათქვამს თუ ნაწერს წავაწყდები, წესით მხიარულ ხასიათზე უნდა ვდგებოდე, ოღონდ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა:

 

  1. ეს სუბიექტი ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია.

 

  1. სულ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერთიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს.

 

  1. ახლა აქ არაფერი გამოსდის ( ან როგორ უნდა გამოუვიდეს?!) 

და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას. ახლა, ამას რომ ჰკითხოს ვინმემ აზროვნებს, წიგნი(ები)ც ექნება წაკითხული, არადა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.