გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოზარ სუბარი: გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის კონგრესში და უკრაინაში მერძოლ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ და იარაღით სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდეს

8-12-2022

ყველა, ვისაც უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება და ხელისუფლებაში მოყვანა, მიხვდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და ახლა ღია ბრძოლაზე გადავიდნენ - ზოგიერთმა ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა“ თავის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ფუნქცია აიღო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. 


მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს არ ემიჯნება. 


„მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის კონგრესში და ამავდროულად მოუწოდებდეს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს - დაბრუნდით საქართველოში და დაამხეთ პრორუსი ხელისუფლებაო. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს აშშ-ის ელჩი და ამაბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას არ ემიჯნებოდე“, - განაცხადა სუბარმა.