გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"შემოდგომაზე რუსეთმა შესაძლოა, ცხინვალის რეგიონი შეიერთოს..."

5-07-2018

ნატო-ს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ცხინვალის რეჟიმის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები უფრო და უფრო აქტიურდება. ე.წ. საზღვრების ხელახალი დემარკაციისა და გადმოწევის სურვილის გამოთქმის შემდეგ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება ცხინვალში შეშფოთებას იწვევს და თუ ნატო გამოჩნდება მათ "საზღვრებთან", ოსები, რუსებთან ერთად, შესაბამისი ზომებით უპასუხებენ.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ოსებმა წამოსწიეს პრეტენზიები კობის ქვაბულსა და თრუსოს ხეობებაზე, ასევე გაჩნდა ტერმინი - აღმოსავლეთი ოსეთი და დუშეთის რამდენიმე სოფლის მიტაცების სურვილზეც გაჩნდა განცხადებები. "გამორიცხული არ არის, რომ შემოდგომაზე ბიბილოვმა უკვე ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის გადაწყვეტილებაც მიიღოს და ცხინვალის რეგიონის ყირიმიზაცია მოხდეს. ჩემი აღქმით, ბიბილოვმა სწორედ ეს თქვა", - განაცხადა მაისაიამ.

გაზეთი "რეზონანსი"