გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წყლის შესახებ ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-9 შეხვედრა გაიმართა

8-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემების” პროგრამის ფარგლებში, წყლის შესახებ ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-9 შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 

„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პოლიტიკასთან დაახლოების მიზნით.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის ჩასატარებლად, ჩვენ დავიწყეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება. მეტიც, ევროკავშირის მხარდაჭერით შევიმუშავეთ ეროვნული პროგრამა, რომელიც გვეხმარება უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს გარემოსდაცვითი სექტორის სპეციალისტებთან, დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანად დანერგოს და აღასრულოს წყლის შესახებ კანონი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო ახორციელებს წყლის სექტორის ძირეულ რეფორმას, რათა ის შეესაბამებოდეს ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივის (WFD) მოთხოვნებს.

 

საქართველოს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ არის ძირითადი ელემენტი წყლის სექტორში რეფორმების გასატარებლად და მდგრადი და ხარისხიანი წყლის რესურსების უზრუნველსაყოფად.

 

„ევროკავშირი ფართო მხარდაჭერას უწევს საქართველოს წყლის სექტორს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს საკანონმდებლო, ინსტიტუციური და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც საჭიროა მდინარის აუზის მართვის სრულად ფუნქციონირებისთვის და რაც შეიძლება მალე მიიღოს ახალი კანონი წყლის რესურსების შესახებ, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დახმარებით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრმა, ალექსანდერ დარასმა.

 

ეროვნული პოლიტიკის დიალოგის დასრულების შემდეგ, წყლის სექტორში ბუნებრივ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.      

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს წყლის სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.