გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნების - აშშ-ის, ბრიტანეთის ლიდერები ემიჯნებიან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციაა, ვინც ახალისებს მოხალისეობას

8-12-2022

ჩვენზე ყველა პარამეტრით გაცილებით ძლიერი ქვეყნების ლიდერები - აშშ-ის, ბრიტანეთის, ემიჯნებიან კონკრეტული მკაფიო განცხადებებით მოხალისეების გაგზავნას. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სამხედრო შეიარაღებით დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ქვეყნები ემიჯნებიან მოხალისეების გაგზავნას. მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციაა, ვინც ახალისებს მოხალისეობას - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, არსებობს მეორე, ძალიან დიდი პრობლემა, მათ არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას.

 

„მიმოწერაში ვნახე, ყველაზე დიდი პრობლემა ერთერთი მათ შორის იყო რა, არავინ უხსნის, მეორე მხარე, ვინც ეპატიჟება და მერე 45 000 გრივნაზე და ასეთ თემებზე ელაპარაკება, ქართული კანონმდებლობა და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ევროპული კანონმდებლობა ასეა და არ მგონია გამონაკლისი იყოს რომელიმე სახელმწიფო, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ანუ, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ. ამას არავინ უხსნის და შეიძლება ის ადამიანები, ინფორმაციაც ხომ უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ, იქნებ ჩემი ეს გამოსვლა ამაში წაადგეთ, რომ უნდა იცოდნენ, რაღაც გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარებში, მაგრამ ეს შეიძლება მართალიც არ იყოს, შეიძლება საერთოდ არ ირიცხებოდნენ და ა.შ. ჩვენზე ყველა პარამეტრით გაცილებით ძლიერი ქვეყნების ლიდერები - აშშ-ის, ბრიტანეთის, ემიჯნებიან კონკრეტული მკაფიო განცხადებებით მოხალისეების გაგზავნას. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სამხედრო შეიარაღებით დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ქვეყნები ემიჯნებიან მოხალისეების გაგზავნას. მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციაა, ვინც ახალისებს მოხალისეობას უკრაინის ომთან დაკავშირებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.