გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

8-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის მიზანს საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და  მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.


სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიების, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა  პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.