გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერებმა35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

8-12-2022

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან  1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.


სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35,752,914 ლარის  ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.


პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე  შეეძლოთ.