გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მურმან დუმბაძე - არც ხაბაძეს, არც ღარიბაშვილს ,არც კვირიკაშვილს და არც პატარაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია, დაატოვებინეს

5-07-2018

ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი არ დაუტოვებია, იგი თანამდებობიდან გადააყენეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ განუცხადა. 

როგორც იგი ამბობს, მაღალი თანამდებობის პირები საკუთარი გადაწყვეტილებით პოსტს არ ტოვებენ, ისინი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მიდიან. 

მურმან დუმბაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მორჩილი მთავრობა ჰყავს და ქვეყანაში სისტემურ ცვლილებას ითხოვს. 

„პირველ რიგში დავაზუსტებ, რომ ზურაბ პატარაძეს მთავრობის თავმჯდომარის პოსტი არ დაუტოვებია. მას პოსტი დაატოვებინეს. არც ხაბაძეს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია. თანამდებობას ატოვებინებს ბიძინა ივანიშვილი, ასეთი ერთგული და მორჩილი მთავრობა მე 1990 წლიდან, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველო შეიქმნა, დღემდე არ მახსოვს. სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროსაც კი, ხელისუფლებას შიგნით მოწინააღმდეგეები ჰყავდა. შემიძლია გვარები დაგისახელოთ, როცა ისინი მოქმედი მინისტრები იყვნენ. მაგალითად, თავდაცვის მინიტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე - ეს ადამიანები ხშირად გამოდიოდნენ და აკრიტიკებდნენ მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ასეთი მორჩილი მთავრობა არც შევარდნაძის, არც გამსახურდიას და არც სააკაშვილის დროს არ მახსოვს. საქართველოში სისტემური ცვლლილება თუ არ მოხდება, ეს იქნება კადრების უბრალოდ მონაცვლეობა ანუ ერთი ჯგუფის ნაცნობთა წრე ჩაანაცვლებს მეორე ჯგუფის ნაცნობთა წრეს“, - განაცხადა დუმბაძემ.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს, ყოფილი დეპუტატის თქმით, რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა გვარი არასდროს გაუგია.

„მე ვარ მომხრე იმის, რომ მაღალ თანამდებობაზე პირი უნდა მიდიოდეს ოპოზიციიდან კონკურენციის გზით. ზურაბ პატარაძე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის 20:00 საათამდე სააკაშვილის მომხრე იყო და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ “ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ხალხს თუ არ უყვარს ლიდერი , ან ლიდერს არ უყვარს ხალხი, სისტემა წინააღმდეგობაში მოვა. არ შეიძლება პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნო ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური განცხადება თავის ცხოვრების განმავლობაში არ გაუკეთებია“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
"ინტერპრესნიუსი"