5-07-2018
სვანეთი კატასტროფის წინაშეა. ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.
ადგილობრივების თქმით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი.
"ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. აქ ცენტრალური ხიდი საერთოდ წაღებულია. ზუსტად არ ვიცი ქვემოთ რა მდგომარეობაა, ცენტრში მოდის მთელი ხეობა.
"მესაზღვრეებთან დარეკეს მთა მოწყდა, დააგუბა და წამოვიდა. ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით“-ამბობს ადგილობრივი.
მისი თქმით, შემთხვევა ნენსკრა ჰესის მშნებლობის ადგილზე მოხდა. ამ დროისთვის არც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა ზარალი, ჩარჩენილია თუ არა მიმდებარე ზონაში მოსახლეობა ან ავტომობილები. ჭუბერის მკვიდრის ინფორმაციით, სულ ოთხი ცენტრალური ხიდია წაღებული.
„ჩვენ რაც ვიცით ოთხი ცენტრალური ხიდია წაღებული, სასიცოცხლო ხიდი, ქვემოთ შემოსასვლელი წაღებულია. ახლა მდინარემ ცოტა დაიკლო“ - ამბობს ადგილობრივი.
სხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ზუსტდება ინფორმაცია, კატასტროფის მასშტაბის შესახებ - ადგილობრივების თქმით, ჰესის მშენებლობის გამო მაღალმთიანი რეგიონის ერთ ნაწილს დატბორვა, მეორეს დამეწყვრა ემუქრება.