გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა

9-12-2022

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0 პროცენტით განისაზღვრა.


საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.