გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

9-12-2022

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.


აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს.


„როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იღებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით. 2345 ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს დღეს საქართველოში, მათ შორის 1565უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.