გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს; სწორად მოიქცა მამუკა მდინარაძე, საკადრისი პასუხი გასცა პროვოკატორს

9-12-2022

,,რა სამარცხვინო სექტად ჩამოყალიბდით...პროვოკაციების იმედად ხართ დარჩენილები. ეს ჯარისკაცობას ამოფარება, ახალი ხილია რამე, თუ პროვოკაციას, რომ მოაწყობთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?’’- წერს, ,,ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის მისამართით განხორციელებული პროვოკაციის შესახებ.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს.

 

 ,,რა სამარცხვინო სექტად ჩამოყალიბდით...პროვოკაციების იმედად ხართ დარჩენილები. ეს ჯარისკაცობას ამოფარება, ახალი ხილია რამე, თუ პროვოკაციას რომ მოაწყობთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ? ჯერ ერთი, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და არა დეპუტატი, ან ფრაქციის თავმჯდომარე... მეორე, თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს... სწორად მოიქცა მამუკა მდინარაძე, გასცა საკადრისი პასუხი პროვოკატორს!’’ - წერს ქადაგიძე facebook-ზე.