9-12-2022
ფეისბუქ-გვერდი „სინამდვილეში“ ავრცელებს ინფორმაცის, რომ გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.
„ტვ პირველი“ აგრძელებს ბინძური ტყუილების ტირაჟირებას და ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა!
სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა. მან შეასრულა პარტიული დავალება, მამუკა მდინარაძეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ანალოგიური შეურაცხყოფით უპასუხა. მდინარაძემ ზონდერ ფარცვანიას მიმოწერაში ასევე გადასცა, რომ მას უკვე შეეძლო აღნიშნული „სქრინები“ გადაეცა თავისი „პატრონებისათვის“! ასეც მოხდა - მეორე დღეს, ტელეკომპანია პირველმა ფარცვანიას მიერ მოწყობილი პროვოკაცია ბინძური ტყუილის ტირაჟირებისთვის გამოიყენა.
აღნიშნული პროვოკაციის „მეტი დამაჯერებლობისათვის“, ტელეკომპანია პირველმა მოიგონა გაუგონარი ტყუილი, თითქოს მამუკა მდინარაძემ ასევე შეაგინა ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას და მაყურებელს გაუგებარი, გაყალბებული „სქრინები“ აჩვენა, რომელზეც არანაირი მიმოწერა არ ჩანს!
რაც შეეხება პროვოკაციის მომწყობ გიორგი ფარცვანიას, ის არის ნაციონალური მოძრაობის ზონდერი და გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით.
„ტვ პირველისგან“ განსხვავებით, ვასაჯაროვებთ აღნიშნული მიმოწერის სრულ ვერსიას, სადაც ასევე ჩანს, რომ ზონდერი ფარცვანია ყველაზე ამაზრზენი შინაარსის მესიჯებს პარალელურ რეჟიმში შლიდა, თუმცა შეურაცხმყოფელი მესიჯები ამ მიმოწერაშიც რჩება“, - წერს ფეისბუქ-გვერდი.