გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალუდა ღუდუშაური უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე: ამ გმირ, გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებულები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანაში მშვიდობას, ბავშვებს

11-12-2022

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ჩემი მეგობარი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც თვლიან და ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა - ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე. ვინც გულწრფელად თვლის, რომ ეს არის სიმართლის დაცვა და ყოველგვარი ანაზღაურების და მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, ეს ადამიანები უნდა გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს, როგორც მატერიალურს ასევე პოლიტიკურს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ , უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე განაცხადა.

 

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე, დაღუპული გმირი მეომრები, საქართველოსთვის დიდი დანაკარგია და სრულიად ამორალურია მმართველ ძალას რაღაც ფორმით ტალახი ესროლონ და სიცრუის კამპანია გააჩაღონ.

 

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ჩემი მეგობარი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც თვლიან და ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე. ამ გმირ, მართლაც გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებულები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანას, ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენს ბავშვებს. არ უნდა გამოიყენონ და ვინმემ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ეს ადამიანები, რომლებიც გმირულად იბრძვიან. ჩვენ პირიქით, ვდგავართ ამ ადამიანების მხარეს. მათი ოჯახებისთვის დიდი დანაკლისია, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ეს ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძვირფასს წირავენ, ვინმემ არ გამოიყენოს. რასაც ფაქტია, ადგილი აქვს. არავინ აპირებს და ნურავინ ეცდება, ვინ, ვინ და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის, ვერც ღირსებაში, ვერც ინტერესების დაცვაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აპოლოგეტები, ბარამიძე იქნება თუ სხვები, ვერ შეგვეჯიბრებიან.

 

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არამც და არამც ეს არც არავის გაუფიქრია, არც უგულისხმია, რომ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, ვინც გულწრფელად თვლის, რომ ეს არის სიმართლის დაცვა და ყოველგვარი ანაზღაურების და რაიმე მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, ეს ადამიანები უნდა გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს, როგორც მატერიალურს ასევე პოლიტიკურს“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.