გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე მამუკა მდინარაძეზე: როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, პირადი ღირსება, ძალიან რთულია უპასუხოდ დატოვო

12-12-2022

როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“.

 

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელ მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან. მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მამუკა მდინარაძეს.

 

თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.