გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ისრაელის ელჩი საქართველოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა

12-12-2022

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ლევან უჯმაჯურიძემ  ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა გააცნო და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის, ისრაელის გამოცდილების, ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით ტრენინგების ორგანიზების საკითხზე ისაუბრა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ცნეტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების დირექტორი იუვალ ელაზარი და  საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.