გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება

12-12-2022

ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მედიკოსების თქმით კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად.

 

„ეს მედიკოსებმა მითხრეს: კუჭის დაპატარავების (რეზექცია) და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად. ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება.

 

ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება“- წერს გია აბაშიძე.