გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია

13-12-2022

თიბისი, 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია. პრემიამ წლების მანძილზე ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში. 

წლევანდელი ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში "ჰარაკი" დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.

  • თეატრალური ხელოვნება: გივიკო ბარათაშვილი, მსახიობი. საკონკურსოდ წარადგინა  კონსტანტინ ტრეპლევის  როლი სპექტაკლიდან „თოლია“. რეჟისორი  დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი).
  • კინოხელოვნება: თინათინ და ხვიჩა ემირიძეები, კინორეჟისორები საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი რესპუბლიკა''.
  • მუსიკალური ხელოვნება: ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე. საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო).
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): თორნიკე სიბაშვილი, პოეტი. საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი. საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული  „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021).
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მარი ლუიზა კონჯარია, ქიმიკოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი JournalofChromatography A, 2022).
  • სახვითი ხელოვნება: ანა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი. საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი - TheOnlyScar” (2022).
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანა ქირია, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის  გააზრების ნეოპლატონური  პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“ 2021).

„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია,  „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „პეესპე“, „ჰარაკი“,  პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.