გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

5 მიზეზი თუ რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში - საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ოფიციალური ვებ-გვერდი

13-12-2022

საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ზამთრის კურორტების შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია მოგზაურებს ახალი დანიშნულების ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.


2023 წელს  ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.


მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გამოფენის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. ITB Berlin-ის ციფრულ პლატფორმაზე  მოცემულია უახლესი ინფორმაციები ტურიზმის ინდუსტრიისა და ITB-ის საერთაშორისო გამოფენების შესახებ.


„თავგადასავლების მოყვარულთათვის საქართველოს მთიანი პეიზაჟები ათწლეულებია მიმზიდველია.  ზამთრის ეს სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან 2023 წელს ბაკურიანი  თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.  თქვენ შანსი გაქვთ მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სპორტულ ღონისძიებას დაესწროთ, ასევე  თქვენი შესაძლებლობები მოსინჯოთ ზამთრის სპორტში.  საკმაოდ პოპულარულია ბაკურიანი, ისევე როგორც   საქართველოს სხვა სამთო კურორტები. საქართველოს კურორტებზე გამორჩეული თოვლი და  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ“,-წერს ITB საქართველოს შესახებ.


სტატიაში აღწერილია საახალწლო ტრადიციები და სტუმარ-მასპინძლობა.

 

ITB Berlin-ის ოფიციალურ ვებ- გვერდსა და ბეჭდურ  გამოცემაში, საპრომოციო სტატიებისა და ფოტოების გამოქვეყნება 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.