გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მადის დასაკარგად ის დღეში ხუთ ცალ ელექტრო სიგარეტს მოიხმარდა, დღეს კი მას ელექტრო სიგარეტის გამოყენება შეეზღუდა, რადგან მოწევა მჭიდრო კავშირშია საკვების მიღებასთან და წონის კლებასთან

13-12-2022

მისი მხრიდან შიმშილობამ როგორც პროტესტის ფორმამ არ გაამართლა, რადგან მან ეს ვერ შეძლო და კუჭის რეზექციის მიუხედავად დაშვებულზე მეტი(თაფლიანი წყალი, ლიმონათი და ხილის ფაფები) მიიღო - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იკვებება, მაგრამ შერჩევით იღებს მედიკამენტებს რითაც თავად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას.

 

„მიხეილ სააკაშვილს მის მდგომარეობასთან შეუგუებლობით პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს. მისი მხრიდან შიმშილობამ როგორც პროტესტის ფორმამ არ გაამართლა, რადგან მან ეს ვერ შეძლო და კუჭის რეზექციის მიუხედავად დაშვებულზე მეტი(თაფლიანი წყალი, ლიმონათი და ხილის ფაფები) მიიღო.

 

დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იკვებება, მაგრამ შერჩევით იღებს მედიკამენტებს რითაც თავად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას. მისი ის კლინიკური სიმპტომატიკა რაზეც მთელი ოპოზიციის დესტრუქციულპოლიტიკური გეგმები ეწყობა სინამდვილეში სააკაშვილის მდგომარეობასთან სავსებით თავსებადია და მეტიც თავად მას სურს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მეტიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მადის დასაკარგად ის დღეში ხუთ კოლოფ ელექტრო სიგარეტს მოიხმარდა, დღეს კი მას ელექტრო სიგარეტის გამოყენება შეეზღუდა, რადგან მოწევა მჭიდრო კავშირშია საკვების მიღებასთან და წონის კლებასთან.

 

ნიკოტინი, რომელიც მიიღება მოწევით ან უკვამლო გზებით, ითვლება მადის დამთრგუნველ ძირითად კომპონენტად. ფაქტია, მისი ჯანმრთელობისათვის თავად არა, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს! მინაწერი: მიხეილ სააკაშვილი არის პერსონა რომელსაც ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა მართლა უღირს საკუთარი სიცოცხლის ფასად!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.