გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

13-12-2022

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-11 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.


18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა.


დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაირიცხებიან სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში.