გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ატოცში მარტოხელა ქალს სახლში სამი გველი დახვდა

5-07-2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ნათელა დიდებულიძემ საცხოვრებელ სახლში სამი გველი ნახა. ამის გამო, ის სამი დღეა საკუთარ სახლში ღამით ვერ იძინებს.

მან დახმარებისთვის თბილისში მცხოვრებ ახლობლებს მიმართა, რომლებმაც ამბავი საინფორმაციო ცენტრს 112-ს შეატყობინეს. საინფორმაციო ცენტრში განაცხადეს, რომ გველების საწინააღმდეგო სამსახური მხოლოდ თბილისში მუშაობს.

ქარელის მერის წარმომადგენელი ატოცში, მარიამ გულისაშვილი ნათელა დიდებულიძეს უკვე ეუსაბრა.

,,მე ვესაუბრე ამ ქალბატონს. მისი სახლი მდებარეობს მინდორთან ახლოს, სადაც ბევრი ბალახებია. სამი დღის წინ, ნაკვეთში სამუშაოდ რომ გასულა, დაუტოვებია ღიად ფანჯრები, აგრეთვე, კარები. როცა დაბრუნებულა, ზოგი იატაკზე დაუნახავს, ერთი კი, ფანჯარასთან მჯდარა. მითხრა, რომ დღემდე ეშინია სახლში დაძინების. ღამით ბიძაშვილებთან რჩება," - ამბობს მარიამ გულისაშვილი.

მისი აზრით, საცხოვრებელ სახლში გველი აღარ დარჩებოდა, თუმცა ქეთევან დიდებულიძე ითხოვს, რომ სპეციალური სამსახური მივიდეს და სახლი შეუმოწმოს.

,,ჩვენ ისეთ ადგილზე ვცხოვრობთ, მართლა არ არის გამორცხული, რომ გარედან სახლში გველი შევიდეს. მოუთვალიერებიათ იმ დღეს და აღარ ყოფილან სახლში, მაგრამ ქალი მაინც შეშინებულია," - ამბობს მარიამ გულისაშვილი.

მარტოხელა ქალბტონს შვილიშვილები დედაქალაქში ჰყავს. სავარაუდოდ, ვიდრე მისი ოჯახის წევრები სოფელში არ ჩავლენ, მანამდე ღამით კვლავ ბიძაშვილების სახლში მოუწევს გათენება.

"შიდა ქართლი"