გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბექა ოდიშარია პრემიერის ინიციატივაზე: დარწმუნებული ვარ, იმ შედეგზე გავალთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა; რეზერვში გვეყოლება 10,000 მომზადებული ახალგაზრდა პატრიოტი კაცი - ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე

13-12-2022

თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. დიდება მებრძოლ ბიჭებს! ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაღუპულთა მარადიული ხსოვნა - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, პრემიერის-მინისტრის ინიციატივა სამხედრო რეზერვის შესახებ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მალე გვეყოლება 10,000 მომზადებული ახალგაზრდა ქვეყნის სამხედრო სამსახურში.

 

,,გენერალმა ჩაჩიბაიამ ისაუბრა ძალიან კარგად და აკადემიურად პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე. მე საუბარი მაქვს სტუდენტების, 23 წლის ასაკამდე ადამიანების შესახებ, ვინც ნებაყოფლობით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მათ ერთთვიან მომზადებას მებრძოლებად. რომელიც საზარბაზნე ხორცი კი არ იქნებიან, აი, 2008 წელს ბომბი, რომ გავარდა და იქ რომ მიატოვეს ავტობუსებით რეზერვისტები, არამედ მომზადებულები იქნებიან სამშობლოს დასაცავად. ამას ვამბობ, როგორც სამი შვილის მამა. გუშინ მქონდა საუბარი, დამაინტერესა ჩემი შვილების მეგობრების აზრმა, რასაც თქვენ ფოკუს ჯგუფს ეძახით, ის მე სახლში მაქვს. ეს იქნება ძალიან დიდი საქმე და დარწმუნებული ვარ კიდეც, რომ იმ შედეგზე გავალთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. სულ ცოტა ხანში, გვეყოლება 10,000 მომზადებული ახალგაზრდა პატრიოტი კაცი, შესაბამისად ეს პროგრამა არის ძალიან მაგარი და ის, რომ ჩვენ ძალიან მალე 10,000 ასეთი პატრიოტი ახალგაზრდა გვეყოლება რეზერვში, ეს არის მართლა საშვილიშვილო საქმე.

 

კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნების“ ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძლიერებისადმი და თავისუფლების მიმართ. თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ და თქვენ, თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ და პოპულიზმს და ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს, გინდათ სახლში ჩააქრეთ,’’ - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ბექა ოდიშარიამ.