გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნენსკრაჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს – სეისმოლოგი მესტიის სტიქიაზე

6-07-2018

​ნენსკრა ჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევაში განვითარებულ მოვლენებთან საერთო არ აქვს, როგორც მდინარე ოკრილა, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, ჰესისგან 2 კმ-ით არის დაშორებული.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, რადგან ადვილი შესაძლებელია ​მსგავსი პროცესები მდინარე ნენსკრაზეც განვითარდეს.

“ყოველ წუთს ვარ მზად ჩავიდეს ადგილზე, თუ გამოიყოფა ამისთვის ვერტმფრენი. სამეცნიერო გუნდმა უნდა დაათვალიეროს, რა მდგომარეობაა ადგილზე. რამ გამოიწვია ეს პროცესები. ვიზუალური დაკვირვების გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. იმიტომ, რომ ერთადერთი საშუალება გარდა ვერტმფრენისა ამ შემთხვევაში არ ასებობს. რეგიონი გარესამყაროს მოწყვეტილია, არ არის გზები, ყველა ხიდი წაღებულია. აქედან გამომდინარე ვიზუალური დათვალიერების ერთადერთი გზა ვერტმფრენია“,- აცხადებს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, შესაძლებელია სატელიტური სურათების ნახვა, მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებელია ადგილზე დავათვალიეროთ მდინარის ხეობა. მოსახლეობა მდინარე ნენსკრას ადიდებას გამორიცხავს, რადგან ნენსკრაზე პროცესები არ დაწყებულა და წყალმოვარდნა დაიწყო მდინარე ოკრილას ხეობაში. კერძოდ იმ ადგილას, სადაც ის მდინარე ნენსკრას უერთდება.

“ღვარცოფი წამოვიდა, მეწყრული პროცესები განვითარდა… რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, აუცილებელია ადგილზე ინახოს. სახმელეთო ტრანსპორტით ამის გაკეთება ჩვენთვის შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სურათს აღწერს. ძალიან რთულია ჩვენთვის ამ საკითხზე საუბარი, ჩვენივე დაკვირვების გარეშე”, – აცხადებს სეისმოლოგი.

​მისივე თქმით, ნაკადის სიჩქარე არის დიდი, ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს სათავეებში ინახოსმდინარეები.