გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა

29-11-2017

იტალიაში აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა, - ამის შესახებ „სპუნტიკ-აბხაზიას“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ განუცხადა, რომელიც „სამუშაო ვიზიტით“ იტალიაში იმყოფება.

„იტალიაში ყოფნის ჩემი მიზანი - იტალიაში და ევროკავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის დასრულებაა. აღსანიშნავია, რომ კლასიკური დიპლომატიური ფუნქციები წარმომადგენლობას არ ექნება, ვინაიდან მას აკრედიტაცია არ აქვს გავლილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ იტალიას აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჯერ არ უღიარებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის პოზიცია გავაცნოთ“, - განაცხადა კან ტანიამ.

მისი თქმით, ე.წ. წარმომადგენლობა იქნება ხიდი, რომელიც აფხაზებს და იტალიელებს დაახლოვებს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"