« ნოემბერი 2024 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
15-12-2022
2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.
კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.
საწყის ეტაპზე - 2017 წე;ს, გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, რადგანაც საქართველოს ავტოპარკი მზად არ იყო რეგულაციების გამკაცრებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული მთლიანი საავტომობილო პარკის დაახლოებით 50% ვერ დააკმაყოფილებდა CO-ის შემცველობასთან დაკავშირებულ სტანდარტს და დახარვეზდებოდა.
იმ მიზნით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, პანდემიის პირობებში მისცემოდათ დრო და საშუალება, რათა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის მოეწესრიგებინათ მათ მფლობელობაში არსებული ავტომობილები, ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგინდა 2023-2025 წლებისთვის განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი CO-ს კოეფიციენტის განსაზღვრის გარდამავალი ეტაპები.
ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.
აღნიშნული ნორმების ეტაპობრივი გამკაცრების შემდგომ 2025 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საავტომობილო პარკის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.