პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მამუკა ბახტაძე ჭუბერში გაემგზავრა

6-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაემგზავრა.  ბახტაძე სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს და ვითარებას  ადგილზე გაეცნობა.


ამასთან, სოფელ ჭუბერში მუშაობს საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან როგორც მხარის რწმუნებული, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  ამ დროისათვის სტიქიის ზონაში კვლავ მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნესკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.


სინოპტიკოსების ვარაუდით,  სვანეთში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რის გამოც, შესაძლებელია ჭუბერის მოსახლეობის ევაკუაციაც გახდეს საჭირო.